ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საელჩო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით – პაპუაშვილი

ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

“კანონის დარღვევა რა თქმა უნდა, შედეგს იწვევს. საგზაო მოძრაობაში არსებობს სიჩქარის ლიმიტი. ლიმიტს თუ გადააჭარბებთ, არის სანქციები. იმისთვის, რომ სანქციები არ იყოს, კანონს უნდა დაემორჩილოს და სიჩქარის ლიმიტს არ გადააჭარბოს. იგივე არის ამ შემთხვევაში. ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნან.

ამავე დროს, სამწუხაროა და ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისევე არასამთავრობოების განცხადებაში, საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება. ეს იმის დასტურია, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას მავნე შედეგი აქვს. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა, მათ შორის გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....