ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა.

უწყების ცნობით გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. მას ასევე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ვანუატუს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

იტვირთბა....