თბილისში, ისანში მდებარე სასტუმრო „რიჩის“ კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა, რომელშიც 17 მგზავრი იმყოფებოდა. შეჯახებისას ავტობუსი ეზოში მდგარ რამდენიმე მანქანასაც შეეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლს ჩაეძინა. მძღოლი კი ამბობს, რომ მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა.
როგორც შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, არიან მსუბუქად დაშავებულები, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.