ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალ ზელანდიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას Independent-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარე ქალაქ გიზბორნიდან 169 კილომეტრში იყო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა მიწისძვრას კანადისა და აშშ-ს სანაპიროებთან ცუნამის საშიშროება არ გამოუწვევია.

იტვირთბა....