ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე 5 სექტემბერს იმსჯელებენ

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში 5 სექტემბერს გაიმართება, – ინფორმაციას „მოამბე“ ექსკლუზიურად, ევროპარლამენტარებსა და ლიბეს კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბეს კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდე მოარესი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ ანგარიშს, რომლის ავტორიც მარია გაბრიელაა, კენჭისყრაზე მომავალ კვირას გაიტანენ. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ არაფრის თქმა შეუძლია, თუმცა პოზიტიური მოლოდინი აქვს.

კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის საკითხის ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გატანაა საჭირო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ოქტომბერში, სასესიო კვირას იგეგმება.

ლიბეს კომიტეტამდე, საკითხზე კენჭისყრა საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა გამართა. კომიტეტის წევრებმა უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....