ახალი ამბები მთავარი სამართალი

პატიმრის გაქცევისთვის საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დაკავებულია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა, – ინფორმაციას  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავრცელებს:

 

„დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ.

 

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს“, – აცხადებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

 

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა. მიმდინარეობს მისი ძებნა.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....