ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს სამმა დეპუტატმა ბურჯანაძის პარტია დატოვა

თბილისის საკრებულოს სამმა დეპუტატმა – თამარ ცინცაბაძე, ზაზა ვეკუამ და შალვა ოგბაიძემ ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა.

საკრებულოს წევრების თქმით, პარტიაში პოლიტიკურ საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და მათ მიიღეს “დემოკრატიული მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილება.

“ეს არის პარტია, რომელიც ჩვენი თანამებრძოლების სისხლსა და ბრძოლაზე არის მოსული აქამდე. ჩვენ არ გვინდა წინასაარჩევნოდ დაზიანდეს პარტია, არ გვინდა შევიდეთ დებატებში და ჩავერთოთ კამათში. ამბობენ, რომ ჩვენ გვიმტყუნა ნერვებმა. ისეთი ბრძოლა გვაქვს გავლილი, მაშინ არ გვიმტყუნა ნერვებმა და თუ ვინმეს სჯერა, რომ ისეთი საკითხი, როგორიც არის სიების ფორმირება და ამაზე გვიმტყუნა ნერვებმა, ძალიან ცდება”,-აღნიშნა პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა თამარ ცინცაბაძემ.

შალვა ოგბაიძემ პარტიის დატოვების მიზეზები არ განმარტავს.

“მე ვარჩევ მეორე ვარიანტს, მეტადრე, რომ მაქვს ძალიან დიდი სურვილი, არ დაზარალდეს პარტია, რომლის ისტორიაც ჩვენი სისხლით იწერებოდა და იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია”.-განაცხადა ობგაიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით მათი პარტიიდან წასვლა საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ პოლიტიკურ განაცხადს უკავშირდება. შესაბამის დოკუმენტზე ამ სამიდან არც ერთს არ აქვს ხელი მოწერილი.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....