ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს კაცი საკონსტიტუციოს მოსამართლეა… საგიჟეთია აბა რა არის”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოცაილურ ქსელში წერს:

„არც კი ვიცი ამას რა ქვია.

ეს კაცი საკონსტიტუციოს მოსამართლეა.

თბილისშია და ძაღლებს ასეირნებს.

ზუსტად ამ წუთებში მას მანტია უნდა ეცვას და ბათუმში სხდომაზე იყოს.

ჟურნალისტს ამცნობს — სასამართლო ოფიციალურად გეტყვით მე ძაღლების სეირნობა რატომ ვარჩიე სასამართლოში მანტიის ჩაცმას და საქმის კეთებასო 🙁

საგიჟეთია აბა რა არის :((( გასაოცარი საგიჟეთი „

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეების განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს:

”დღეს, დაგეგმილი N740 და N764 გაერთიანებული კონსტიტუციური სარჩელების (მოსარჩელეები – გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური,დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი) არსებითი განხილვა არ შედგება. მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშნული საქმეების განხილვა უკვე არაერთხელ გადაიდო. განხილვა დღეს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....