ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძის პარტია გენერალურმა მდივანმა დატოვა

ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობა” პარტიის გენერალურმა მდივანმა დატოვა.

ბურჯანაძის უკვე ყოფილი თანაპარტიელი ზაზა ვეკუა პარტიის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად  იმ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობასთან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ჰქონდა.

„არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ჩემსა და თავმჯდომარეს შორის. ეს მიმაჩნდა მეტად მნიშვნელოვნად არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა პარტია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც ჩემი კუთხით, ვერც დემოკრატიული მოძრაობისთვის,“ – აცხადებს ვეკუა.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....