ქალაქის მერთან, ნარმანიასთან დაკავშირებით მოხდა ის, რომ მას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა და ეს გამოჩნდა, -განაცხადა ბიძინა ივანივილმა „ჯიდიესის“ პირდაპირ ეთერში:
„სხვა მხრივ, ციფრებს თუ შევხედავთ, ქალაქში მშენებლობამ (გზები და ა.შ) მოიმატა.
არ მომეწონა (ნარმანიამ) როგორ კონტექსტშიც მიმართა (სამოქალაქო აქტივისტს). ამ მხრივ ცოტა პრობლემაა და ცოტა კითხვებიც არის… მაგრამ ძირითადია ჩემთვის, ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, დაიცვას გამჭვირვალეობა… ამ მხრივ პრობლემები არც არის.“ -განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს ერთ-ერთ შეხვედრაზე „ვირიშვილი მაიმუნი“ უწოდა.
დღის რეიტინგული სტატიები: