ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ არის“

თბილისის მერი დავით ნარმანია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა.

„რასაკვირველია, გარკვეული საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ არის. მას შემდეგ, რაც ქალაქის საკრებულო სამსახურის რეორგანიზაციის თაობაზე პროექტს დაამტკიცებს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეს აუცილებელიც იქნება“, – განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაცია დაწყებულია.

„სამსახურის სტრუქტურის ძირითად მიმართულებებზე ჩვენ გუშინ, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. იყო მცირე შენიშვნები, რაც გავითვალისწინეთ. ასევე შევთანხმდით იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაზე, რომელიც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციაზე იმუშავებს. ასევე კანონმდებლობის და პროცედურების გაუმჯობესების საკითხებზე ვისაუბრეთ. კერძოდ, ცალკეული ადმინისტრაციული პროცედურების გამკაცრებაზე, რომელიც ხე-მცენარეების მოჭრას ეხება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა“ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვენ.

 
 

დღის რეიტინგული სტატიები:

 

იტვირთბა....