საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 3-ის“ შეთანხმება დაიდო.
ხელშეკრულების მიხედვით, აზიის ბანკი საქართველოსთვის $100 მილიონს გამოყოფს. აზიის ბანკთან პროგრამის ეს ნაწილი დასრულების ეტაპს წარმოადგენს. მთლიანად, 3-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აზიის განვითარების ბაკმა საქართველოსთვის $250 მილიონის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოყო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით პროგრამას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს დასახული:
- სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
- შიდა რესურსების ეფექტური მობილიზება;
- ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასება;
- კაპიტალის ბაზრის განვითარება;
- საპენსიო რეფორმის განხორციელება
შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, იეშიმ ელჰან კაიალიმ მოაწერეს.