aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია: ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნახვისას ცხელ ხაზზე დარეკეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობას ასახელებს და მის ფოტოს აქვეყნებს.

გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის, ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე – 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან  გაიქცა. მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ვერსიით იგი საპირფარეშოს ფანჯრიდან გაიქცა და გარეთ მას მანქანა ელოდებოდა. მეორე ვერსიით კი,  რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ, ვარამაშვილმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა და გაქცევაც სწორედ ამის შემდეგ შეძლო.

 

სამართალდამცველებმა სასამართლოს მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და სხვენები გაჩხრიკეს. წარსულში ნასამართლევი ვარამაშვილი 6 სხვადასხვა დანაშაულში, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული.

 

patimari1

იტვირთბა....