ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაკარგული ჯარისკაცების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

გონიოში დღეს, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამგლოვიარო ცერემონიალი სწორედ იმ ადგილზე გაიმართება, სადაც სამხედროები დაიკარგნენ. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.

დაღუპული სამხედროების ძებნის ოპერაცია გუშინ შეწყდა, შავ ზღვაში სამუშაოები შეწყვიტა თურქულმა ხომალდმაც.

იტვირთბა....