ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა არეშიძე „პატრიოტთა ალიანსის” სახელით თეთრიწყაროში კენჭს იყრის

ექსპერტი მამუკა არეშიძე  “პატრიოტთა ალიანსის” სახელით თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ არეშიძემ “მეტრონომს” განუცხადა.

“პრინციპში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. ახლა გარკვეულ ნიუანსებზე ხდება შეთანხმება. თავიდან მათ შემომთავაზეს, ბუნებრივია ყველა პარტიის შემოთავაზებას ვერ დავთანხმდებოდი. მინდოდა ჩემი თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან” შემდგარიყო და ისევ გარდაბანში მეყარა კენჭი, თუმცა სამწუხაროდ ეს ვარიანტი არ შედგა. ამას მოჰყვა შემდგომ უკვე “პატრიოტთა ალიანსის” შემოთავაზება. ამ პარტიის ხელმძღვანელობა ჩემთვის უცხო არ არის. მე და ირმა ინაშვილი ტელევიზიაში ერთად დიდხანს ვმუშაობდით. გარდა ამისა მათი იდეოლოგია ჩემთვის მისაღებია.”-აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება საგარეო კურსს, არეშიძე განმარტავს რომ საქართველომ დასავლეთისკენ უნდა იაროს. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანისის” ლიდერის დავით თარხან-მოურავის თურქეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, არეშიძე აღნიშნულ განცხადებას არასწორს უწოდებს.

“პარტიის რუსულ ჯგუფებთან დაკავშირება მაინც შავი პიარი მგონია. სულ ცოტა ხანია რაც ამ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მუშაობაში ჩავერთვე და მათ გამოსვლებში პრორუსულს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება თარხან-მოურავის განცხადებას თურქეთთან დაკავშირებით, ფრაზას, რომ თურქეთი მტერია მე პირადად არ ვიტყოდი. ეს როგორც პოლიტიკოსისთვის არასწორია და ზედმეტად სარისკო ფრაზაა”. -ამბობს არეშიძე.

იტვირთბა....