ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ინსტრუქტორები არ იყვნენ სერტიფიცირებულები და წვრთნების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ“

“საქართველოში არ არსებობს სერთიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ როგორც ინსტრუქტორებს ეს წვრთნები ჩაეტარებინათ“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

“პირველად ვიტყვი, რომ ეს არის დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით კერძოდ, მყვინათავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება და აღმოჩნდა და ეს ბოლო კურსი იყო 15 ივნისიდან დაწყებული გრძელდებოდა 26 აგვისტოს ჩათვლით და აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცეურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. ეს არის აქსიომა უცხოეთის ქვეყნების თავდაცვის უყებებში.

იქ, სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ პროცედურების გაწერა.

მეორე ფატქსაც გეტყვით მნიშველოვანს, რომ ამ ინსტრუქტორებს და არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოში არ არსებობს სერთიფიცირებული ინსტრუქტორი. შესაბამისად მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ როგორც ინსტრუქტორებს ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. ჩვენ პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და უახლოეს დღეებში ისინი თავიანთ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ”,- განაცხადა იზორიამ.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა.

”ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის. მე პირადად ვიყავი ოჯახთან ფიქრებში და არა მხოლოდ – ჩართული ვიყავი სამძებრო ოპერაციებში, არ გამიწყვეტია კონტაქტი მათთან. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა მუდმივად, რომ მთელი უწყება, როგორც ერთი ოჯახი განიცდის ამ ფაქტს და მინისტრი არის ამ ოჯახების გვერდით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები. სწორედ ამიტომ მივმართე თურქულ მხარეს და მათ 11 დღის განმავლობაში დაუღალავი შრომა გასწიეს. მათ თავიანთი ტექნიკური რესურსები ამოწურეს და მე ვალდებული ვიყავი ამის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია წუხელ შეაჩერა. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები მთავრობას და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს საძიებო ღონისძიებების გაგრძელებას სთხოვს.

იტვირთბა....