aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

როგორ აყალბებდნენ ერთლარიანებს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

https://www.youtube.com/watch?v=7EHv_dHEp_A

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა.

„გამოძიების მიერ დადგენილია, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი ხუციშვილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლიოთონის შენადნობების გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სარელიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

იტვირთბა....