ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გონიოში დაკარგული სამხედროების საქმეზე გარკვეული დანაშაულის ნიშნები იკვეთება“

„გონიოში დაკარგული სამხედროების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გარვეული დანაშულის ნიშნები იკვეთება.

”იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, საზოგადოება ამაზე მალე მიიღებს ინფორმაციას”, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....