ამერიკის შეერთებული შტატები მაშინებს, – ამის შესახებ „ევრონიუსს“ ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განუცხადა.
ჟუროვას თქმით, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მეტად ახლა მას შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია აშინებს.
„საგარეო პოლიტიკაში, სიმართლე გითხრათ, სწორედ შეერთებული შტატები მაშინებს“, – აღნიშნა ვერა ჟუროვამ.
ჟუროვამ ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ვინ უნდა გახდეს კავშირის შემდეგი წევრი, რაზეც ჟუროვამ აღნიშნა, რომ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ოცი წელია, მოლოდინის რეჟიმში არიან.
„დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ჩვენ უფრო და უფრო გვჭირდება მათი გაწევრიანება, ვიდრე მათ – ევროპა. ჩვენ გვჭირდება გამბედაობა, რომ პოლიტიკურად და გეოგრაფიულად გავიზარდოთ. ჩვენ გარედან დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ“, – აღნიშნა ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

