აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის მიერ ქუვეითისკენ გაშვებული რაკეტები გაანეიტრალეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის მიერ ქუვეითისკენ გაშვებული რაკეტები გაანეიტრალეს.

„გასულ ღამეს, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით ჩაჭრეს ორი ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელთა სამიზნეც ქუვეითში განლაგებული ამერიკული ძალები იყო“, – წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე.

მათივე ცნობით, რაკეტები სწრაფად გაანეიტრალეს და ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სიფხიზლეს ინარჩუნებს და მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერასთან ერთად ირანის აგრესიისგან ჩვენი ძალების დაცვას გააგრძელებს“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

იტვირთბა....