აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან ძალიან პროდუქტიული საუბარი მქონდა. ბეირუთში ჯარისკაცები არ შევლენ, ხოლო ის სამხედრო დანაყოფები, რომლებიც გზაში იყვნენ, უკვე უკან დააბრუნეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონტაქტი ჰქონდა „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან და ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა.
„მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით ძალიან კარგი საუბარი მქონდა „ჰეზბოლასთან“ და ისინი შეთანხმდნენ, რომ სროლა სრულად შეწყდება. ისრაელი მათ არ დაესხმება თავს და არც ისინი შეუტევენ ისრაელს“, – წერს ტრამპი.

