ახალი ამბები მთავარი სამართალი

სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილამდე დატოვებულ წერილში სტურუა პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე წერდა, რაც სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

იტვირთბა....