ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზღვაში დაკარგული სამხედროს დედა შიმშილობას იწყებს

გონიოში დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის, იაგო შარაძის დედა უვადო შიმშილობას იწყებს.  შესაბამისი განცხადება შარაძეებმა თურქული მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე საათით ადრე გააკეთეს.

ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაკარგულების ძებნა განაგრძონ. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს.

იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ დაკარგულთა ოჯახები აქციებს აანონსებენ.

„მე დღეიდან, იაგო შარაძის დედა, უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო.“ – განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ.

შეგახსენებთ, 11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

იტვირთბა....