საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება.
17 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული ქვედანაყოფი კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. დღეს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის დაწესებას მიულოცავს.
სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირველი ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიაც.