სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარნეულში ჯგუფური მოწამლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის”. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, შსს-მ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 198-ე მუხლით დაიწყო, რაც დამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანის ან რეალიზაციას გულისხმობს.
დღის რეიტინგული სტატიები:
- “ჯერ ქალმა და შვილმა დაარტყეს დანა, მერე ქვა ჩაარტყეს” – რუსთავის უსასტიკესი მკვლელობის ახალი დეტალები
- მასობრივი მოწამვლის ფაქტი მარნეულში: ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა
- კახეთში ქალი ნაჯახით მოკლეს 50 ლარის სესხებაზე უარის გამო
- რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს (ვიდეო)
- გუბაზ სანიკიძე და “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)