ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოშივარჩევნების მონიტორინგს დღეიდან იწყებს

დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოში დღეიდან იწყებს. დელეგაციის წევრებმა ბრიფინგი თბილისი მარიოტში გამართეს.

პროცესებს სულ 350 დამკვირვებელი გააშუქებს.

მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ითვლება მთავარ შემფასებლად, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, წინასწარ დასკვნას არჩევნების მეორე დღესვე გამოაქვეყნებენ.

„აქ იმყოფება 12-კაციანი მოკლევადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი. ორშაბათს ჩამოვა გრძელვადიანი ჯგუფი, 26 წევრის შემადგენლობით, ისინი ეუთოს 15 წევრი ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი. ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციებთან. რამდენიმე კვირაში გამოვაქვეყნებთ წინასწარ ანგარიშს და საარჩევნო პროცესის დასრულებიდან 8 კვირაში, საბოლოო დასკვნას გამოვაქვეყნებთ. ჩვენი მიზანია პროცესი შევაფასოთ ობიექტურად,“ – განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა ალექსანდრე კელტჩევსკიმ.

დღის რეიტინგული სტატიები:

 

იტვირთბა....