წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში ექსპორტმა 173,6 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა კი 667,8 მილიონი შეადგინა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ივლისში შემცირდა და 3 632 შეადგინა, ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა.
ივლისში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად ხარჯებმა 794,2 მილიონი ლარი, ხოლო შემოსავლებმა კი 810,1 მილიონი ლარი შეადგინა.
დღის რეიტინგული სტატიები:
- “ჯერ ქალმა და შვილმა დაარტყეს დანა, მერე ქვა ჩაარტყეს” – რუსთავის უსასტიკესი მკვლელობის ახალი დეტალები
- მასობრივი მოწამვლის ფაქტი მარნეულში: ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა
- კახეთში ქალი ნაჯახით მოკლეს 50 ლარის სესხებაზე უარის გამო
- რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს (ვიდეო)
- გუბაზ სანიკიძე და “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)