ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ქვეყნის 25 წლიანი მმართველობის შემდეგ, რუსული მედიის ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

პრეზიდენტის ქალიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარიმოვი ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, მოვალეობის შემსრულებლად სენატის თავმჯდომარე ინიშნება.

უცნობია ვინ იქნება კარიმოვის მემკვიდრე, თუმცა დასავლური მედია უკვე ასახელებს კრემლთან დაახლოებულ ორ პირს, მოქმედ პრემიერს და ფინანსთა მინისტრს.

იტვირთბა....