სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი მკვლელობისთვის, 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1973 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
“სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, რუსთავში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).