აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინელებმა ყირიმში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რადიოლოკაციური სადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, ასევე განადგურდა რუსების თავშეყრის ადგილი და ბაზა შიროკინოში

უკრაინელებმა ყირიმში წუხელ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Панцир და რადიოლოკაციური სადგური Нева მწყობრიდან გამოიყვანეს, ასევე განადგურდა რუსეთის ფედერაციის მე-3 საარმიო კორპუსის მართვის ბატალიონის შტაბური ტექნიკის თავშეყრის ადგილი და ბაზა შიროკინოში – ინფორმაციას უკრაინის სპეციალური უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი ავრცელებს.

„2 ივნისის ღამით, მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეში „СБС-ის ჩიტების“ მუშაობის შედეგები:

განადგურდა მტრის საჰაერო თავდაცვის 2 ელემენტი და სხვა სამხედრო სამიზნეები. სოფელ შიროკინოში დაიწვა ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილი და რუსეთის ფედერაციის მე-3 საარმიო კორპუსის მე-5 ცალკეული მართვის ბატალიონის საშტაბო მანქანებისა და სატვირთოების ჯგუფი. აღმოჩენილი იქნა რამდენიმე ათეული ერთეული საშტაბო და სატვირთო ტექნიკა, დადასტურდა მათგან 11-ის განადგურება, ზუსტ რაოდენობას დამატებითი დაზვერვა დაადგენს.

განადგურებულია:

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Панцир-С1 – სოფ. ვიდნოე, ყირიმი;

სანაპირო რადიოლოკაციური სადგური Нева-Б და Нева-Б2М – ქ. მარიუპოლი, დონეცკის ოლქი;

სპეციალიზებული ბუქსირი (პროექტი 1454), სოფ. მეჟვოდნოე, ყირიმი – უპილოტო სისტემების ძალების 1-ლი ცალკეული ცენტრი;

მე-3 საარმიო კორპუსის მე-5 მართვის ბატალიონის დროებითი დისლოკაციის პუნქტი – სოფ. შიროკინო, დონეცკის ოლქი;

სამხედრო ტექნიკის თავშეყრის ადგილი, სოფ. შიროკინო, დონეცკის ოლქი;

საშტაბო მანქანების თავშეყრის ადგილი, სოფ. შიროკინო, დონეცკის ოლქი;

შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ძალების მდინარის კატერების 92-ე ბრიგადის 1-ლი დივიზიონის სამეთაურო პუნქტი -სოფ. მეჟვოდნოე, ყირიმი;

51-ე არმიის 110-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფის დროებითი დისლოკაციის პუნქტი – სოფ. ჟელანნოე, დონეცკის ოლქი;

მე-2 არმიის 27-ე მოტომსროლელი დივიზიის 589-ე პოლკის უპილოტო საფრენი აპარატების სახელოსნო – ქ. დონეცკი;

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Панцир-С1-ის მაკეტი – სოფ. ვიდნოე, ყირიმი.

მიზნები კოორდინირებული იყო უპილოტო სისტემების ძალების ახლადშექმნილი „სიღრმისეული დარტყმების ცენტრის“ მიერ. თქვენ არ გაქვთ ზურგი ოპერატიულ სიღრმეში, მატლებო… გაეთრიეთ ურალს იქით“ – წერს რობერტ „მადიარ“ ბროვდი.

იტვირთბა....