რუსეთი სომხეთიდან ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტსაც ზღუდავს – ინფორმაციას რუსული მედია როსსელხოზნადზორზე [ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურზე] დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შეზღუდვა ძალაში 3 ივნისიდან შევა.
მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 მაისიდან რუსეთში სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. ასევე დღეიდან, 2 ივნისიდან შეიზღუდა კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტი.

