ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლოს-ანჟელესის აეროპორტის დახურვის მიზეზი გარკვეულია: დაკავებულია ზოროს ფორმიანი მამაკაცი

ლოს-ანჟელესის აეროპორტის  რამდენიმე საათიანი დახურვის შემდეგ საეჭვო მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ზოროს ფორმა ეცვა.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზად მგზავრების მიერ სროლის ხმის გაგება გახდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სროლა არ განხორციელებულა.

განგაშიდან გამომდინარე, პოლიციამ ტერმინალებიდან მგზავრები და პერსონალი გაიყვანა. დროებით შეაჩერდა ასევე  რეისების მიღებაც.

შემოწმებების შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამ დროისთვის ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

იტვირთბა....