ინტერნეტს ახალი ვარსკვლავი ჰყავს. 12 წლის ავსტრალიელი სკოლის მოსწავლის უილიამ ფრანკლინ-მილერის ფოტოებმა სოციალური ქსელი ააფეთქა. ის ერთხმად იქნა აღიარებული , როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბიჭი.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ იაპონელმა მოსწავლე გოგონამ უილიამის ფოტო საკუთარ ტვიტერზე გაიზიარა. ფოტომ რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მოწონება და გაზიარება დააგროვა, განსაკუთრებული პოპულარობა უილიამმა სწორედ აზიის ქვეყნებში მოიპოვა, სადაც ყველაზე მეტად მოეწონათ უილიამის „ანიმეს“ მსგავსი გარეგნობა. აზიელმა თინეიჯერებმა მისი სახის მოყვანილობა, პატარა ნაკვთები და დიდი მეტყველი თვალები სწორედ ანიმეს გმირებს მიამგვანეს.
უილიამი 8 წლიდან დაკავებულია სამოდელო საქმიანობით, თუმცა ბოლო პოპულარობის ტალღა განსაკუთრებული აღმოჩნდა, მან უკვე მიიღო პოპულარულ აზიურ ტელეშოუებში მონაწილეობა და ასევე შეთავაზებები სამოდელო სააგენტოებიდან.
წყარო: primetimenews.ge