20 წლის ნორვეგიელი ბიჭი კატო ბერნსტენ ლარსენი მეგობრის მობილურის ამოსაღებად საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზში ჩაძვრა და გაიჭედა. ადგილობრივმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ის უნიტაზიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
ახალგაზრდის მდგომარეობა იმ ფაქტმა გაართულა, რომ აღნიშნული ტუალეტი არ უერთდებოდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემას – უნიტაზების ქვეშ დგას დიდი ბაკი, რომელსაც შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები თვეში ერთხელ ცლიან და ასუფთავებენ.
ლარსენმა, რომელიც თავის მეგობარზე გამხდარი იყო, გადაწყვიტა რომ თვითონ ამოეღო ჩავარდნილი მობილური უნიტაზიდან. იგი ადვილად ჩაძვრა მასში, მაგრამ ვეღარ ამოძვრა. ბიჭის ამოსაყვანად უნიტაზის გატეხვა გახდა საჭირო.
სამწუხაროდ, ლარსენის თავგანწირვა ამაო გამოდგა – მან ვერც მობილურის პოვნა შესძლო.