უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე ლოს-ანჟელესში ხელისუფლებამ აეროპორტი დახურა,
რადგან უცხოური მედიის ცნობით, აეროპორტის ერთ-ერთ საკვებ ობიქტში სროლის ხმა გაისმა. თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურები სროლას არ ადასტურებენ. ასევე, არ ვრცელდება დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია.
აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა და შენობაში კი სამართალდამცველები გადაადგილდებიან.