ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალსოფელში ძლიერმა ხანძარმა ვენახები და თხილის პლანტაცია გაანადგურა

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, 50 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებსა და ხეხილის ბაღებს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსმა,  გიორგი ღვედაშვილმა 2030.news-ს განუცხადა,  ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია.

“ჩვენი სამსახური გამოძახებისთანავე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ხანძარი საკმაოდ დიდ ფართობზე, 50 ჰექტარზე იყო გავრცელებული, იყო სააფრთხე, რომ ცეცხლი უფრო მეტ ნაკვეთში გადასულიყო, თუმცა მისი ლოკალიზება დროულად შევძელით. ამ ეტაპის მონაცემებით, სრულად განადგურებულია 5 ჰექატრი ვენახი და თხილის პლანტაციები, დანარჩენ ნაკვეთებზე ხანძრის მიერ მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა.რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ  უცნობია, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“ –  აცხადებს გიორგი ღვედაშვილი.

იტვირთბა....