“ნინო ხომერიკმა, ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული! გილოცავთ ქართული ჭადრაკის ყველა ქომაგს!” – ამის შესახებ “ჭადრაკის ფედერაცია” იუწყება.
მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ფედერაციის ცნობით, მან 18-წლამდელთა კატეგორიაში ზედიზედ მეორედ (პირველად 2015 წელს მოიგო) მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
“ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეგზე. მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ნინოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილს”, – ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.