ახმეტაში აგრარულ ბაზართან, ცოტა ხნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ტყვია მუცლის არეში ერთ-ერთ ადგილობრივს ესროლეს, ასევე დაჭრილია მეორე პირიც, რომელიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა.
დაჭრილები ახმეტის რაიონულ საავამყოფოში გადაიყვანეს. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.