ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტრალზე საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა კენტის საგრაფოში, ლონდონისა და ლა მანშის გვირაბის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. ნგრევაკონსტრუქციასთან სატვირთო მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.

შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ავტომობილი კი დაზიანდა. მომხდარის გამო მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც მასზე მოძრაობა, ორივე მიმართულებით, რამდენიმე საათით შეწყდა. ამან კი საგზაო მოძრაობის სრული კოლაფსი გამოიწვია.

იტვირთბა....