ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრემიერი პაპუაშვილის განცხადებაზე: “არარეალისტური მონათხრობი”

“არარეალისტური მონათხრობი,”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გუშინ გამოაქვეყნა.

კვირიკაშვილი თავს იკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური შეფასებისგან და ამბობს, რომ პაპუაშვილს საშუალება ჰქონდა პროკურატურისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა ზეწოლის შესახებ.

“გიორგი პაპუაშვილს შევხვდი მოვუსმინე, მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება დაედასტურებინა ეს პროკურატურაში. დანარჩენი რა უნდა გითხრათ. მე არ მაქვს უფლება გავაკეთო პოლიტიკური კომენტარები. ეს ყველაფერი ჰგავს არარეალისტურ მონათხრობს,”- აცხადებს კვირიკაშვილი.

 

იტვირთბა....