ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა.

 

“ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელპერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზეზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმმოსამართლეების დისკრედიტირება, მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზემიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსიხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა.  გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნიათპოლიტიკურ ლიდერებს, რომ  სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო რაიმე გადაწყვეტილებისმიღება. აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირადად წერილობით აცნობა პლენუმის ყველა წევრს. გარდა ამისა, მოსამართლეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. “ქართულ ოცნებაში” გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....