ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოვაჭრეებმა მერიასთან აქცია გამართეს

თბილისის მერიასთან დღეს გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა. ადმიანები, რომლებიც რიყის პარკში სუვენირებით ვაჭრობენ, მერთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური საქმიანობის უფლებას არ აძლევს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რიყის პარკში ვაჭრობის ნებართვას სთხოვენ.

გარემოვაჭრეებს მხარს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი უჭერს.

როგორც აქციაზე მყოფმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, მერიამ ამ ადამიანებს გარე ვაჭრობის ნებართვა უნდა მისცეს, რადგან ტურისტულ ადგილებში სუვენირებით ვაჭრობა არც ერთ ქვეყანაში არ არის აკრძალული.

„როგორც ჩანს, რიყეზე გამოჩნდა ჩინოვნიკი, რომელსაც სურს თავად მიიღოს შემოსავალი. ამ ადამიანებისთვის კი სუვენირებით ვაჭრობა პურის ფულის შოვნის საშუალებაა. მოვითხოვთ გარევაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცებას, რომლის ავტორი მე ვარ. პარლამენტმა ოთხი წელია ვერ მოიცალა, რომ ეს წესი მეორე მოსმენით განიხილოს. ამასთანავე, მოვითხოვთ, რომ შეწყდეს გარემოვაჭრეების დევნა, სანამ ამ წესს არ დამტკიცებენ“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, 29 აგვისტოს გარემოვაჭრეები აქციას რიყის პარკის ტერიტორიაზე გამართავენ.

იტვირთბა....