მოსკოვში ხანძრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, ამის შესახებ რუსული პრესა ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება.
ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.
გავრცელებელი ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა დსთ-ს ქვეყნიდან ჩასული პირია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.