28-30 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით იწვიმებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 28-30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში ასევე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით და ქარი გაძლიერდება.
პერიოდულად მოსული წვიმის ნალექი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს არ გამოიწვევს. შედეგად, 28-30 აგვისტოს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-36 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში – 31-33 გრადუსი; ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 28-30 გრადუსი; თბილისში 34 გრადუსია მოსალოდნელი.
29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.