ბათუმში მაშველები 28 წლის მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ საღამოს 10 საათზე მოხდა. დაკარგული ზღვაზე საღამოს ბავშვებთან და ახლობლებთან ერთად გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი წყალში გაუჩინარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
დაკარგულის ახლობლების განამრტებით, მან ცურვა არ იცოდა. მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ძებნის ოპერაცია ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
სამუშაოები გვიან ღამით ძლიერი შტორმის გამო შეჩერდა, თუმცა დღეს დილის 7 საათიდან ისევ განახლდა.