ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ოლიმპიელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს.

პრეზიდენტის ინიციატივით, “რიო 2016-ის“ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლაშა ტალახაძე – ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვარლამ ლიპარტელიანი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, შმაგი ბოლქვაძე – ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,, ირაკლი თურმანიძე – ოლიმპიური პრიზიორი ძალოსნობაში, გენო პეტრიაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
პრეზიდენტმა ოლიმპიელებს დასახული მიზნების მიღწევა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

იტვირთბა....