აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქდა კომპანია Tesoro-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი.
როგორც სააგენტო „როიტერი“იტყობინება, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. კომპანია Tesoro-ში აფეთქების გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.