ახალი ამბები მთავარი

“ეს ნარმანიას კატასტროფული ეკოლოგიური პოლიტიკის შედეგია”

კანცელარიიდან გამოსულმა ცოტნე გამსახურდიამ, კანცელარიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი პროტესტი გამოიწვია მერის დამოკიდებულებამ ქალაქის მაცხოვრებლების მიმართ.

როგორც გამსახურდიამ ”მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, ქალაქში სასუნთქი საშუალება არ არის, რაც ნარმანიას კატასტროფული ეკოლოგიური პოლიტიკის შედეგია.

”აღმაშფოთებელია დავით ნარმანიას დამოკიდებულება ამ ქალაქის მაცხოვრებლების მიმართ. მე არ დავყოფ ამომრჩევლის მიხედვით, ძალიან არ მაინტერესებს ამათი პოლიტიკური კინკლაობა. მე ვარ ამ ქალაქის მაცხოვრებელი. ამ ქალაქში არ არის სასუნთქი, საარსებო საშუალება. ეს არის ნარმანიას უუნარობის და კატასტროფული ეკოლოგიური პოლიტიკის შედეგი. ის აცხადებს, რომ 45 ხე მოიჭრა და არავითარ რეაგირებას არ აკეთებს, ამბობს რომ ელოდება გამოძიებას, რომელიც შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. მაშინ გადავიტანოთ მერია პროკურატურაში და შეასრულოს მერიამ პროკურატურის ფუნქცია. რაღაში იღებენ ჩვენ გადახდილ მაღალ ხელფასებს, პრემიებს და დანამატებს?!” – განაცხადა გამსახურდიამ.

შეგახსენებთ, როდესაც თბილისის მერი კანცელარიის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა, ცოტნე გამსახურდიამ მას ხმამაღლა დაუყვირა. საკრებულოს დაცვამ ის  დარბაზიდან გააძევა.

 

იტვირთბა....