ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნარმანიას გამოსვლის დროს: რის გამო გააძევეს ცოტნე გამსახურდია საკრებულოდან

 

ცოტნე გამსახურდია საკრებულოდან გამოაძევეს. როგორც „მეტრონომის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მას  კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც გამსახურდიამ ნარმანიას გამოსვლა ყვირილით შეაწყვეტინა. გამსახურდიას აჰყვა ელენე ხოშტარიაც, რომელმაც მერს  შეახსენა, რომ პარტიზანი მებაღეები შიმშილობენ. საბოლოოდ, გამსახურდიასა და დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ის  საკრებულოდან გააძევეს.

როგორც გამსახურდიამ მომხდარზე ჟურნალისტებთან განაცხადა, „მერი სადღეგრძელოებს ამბობდა და მის მოსმენას არ აპირებდა“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ. ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოდის და მათ უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

იტვირთბა....