აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს უკრაინასთან ომში შუამავლებად არ განიხილავს

პუტინი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს უკრაინასთან ომში შუამავლებად არ განიხილავს. მისი განცხადებით, ევროპული სახელმწიფოები ვერ იქნებიან ნეიტრალური მედიატორები, რადგან ისინი პირდაპირ უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უკრაინას.

„როგორ შეუძლიათ ევროკავშირს ან ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს შუამავლებად ყოფნა, როდესაც ისინი პირდაპირ ეხმარებიან იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ შეიარაღებული კონფლიქტი გვაქვს? შუამავლობა ნეიტრალიტეტს გულისხმობს“ – განაცხადა პუტინმა.

kyiv post-ის ცნობით, პუტინის ეს განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დიპლომატიურ ინიციატივაზე მუშაობენ, რათა მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნონ. არსებული ცნობებით, ამ სამმა ქვეყანამ შესაძლო შეხვედრების თაობაზე კონსულტაციები უკრაინულ მხარესთანაც უკვე გამართა.

გარდა ამისა, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა და ომის დასრულება, ასევე პირისპირ შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ შესთავაზა.

იტვირთბა....